ანრი ოხანაშვილი მაიკლ როთის განცხადებაზე - კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას, ეკლესიასა და რწმენას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას, ეკლესიასა და რწმენას“.

„ეს რომ სხვა პოლიტიკოსს გაეკეთებინა იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასაც ეს ადამიანი წარმოადგენს, ძალიან მძიმე პოლიტიკური რეაქცია მოჰყვებოდა და პოლიტიკურ სკანდალში იქნებოდა გახვეული. კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებასა, ეკლესიასა და რწმენას“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ტვინების გადინება აბსოლუტური კატასტროფა იქნება" საქართველოსთვის."როგორ შექმნით ნათელ მომავალს საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა მმართველი პარტიის? კარგი, სცადეთ!ვფიქრობ, რომ ტვინების გადინება აბსოლუტური კატასტროფა იქნება თქვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩემი გზავნილი", - განაცხადა როთმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს