შალვა პაპუაშვილი - ორი თვე იყო გაშვებული შანსი, ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ დისკუსიაში შემოსულიყვნენ - ვეტო კიდევ ერთი შანსია შინაარსობრივი მსჯელობისთვის

უკვე ორი თვეა, ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტს. ეს ორი თვე იყო გაშვებული შანსი როგორც ოპოზიციისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, ისე დონორებისთვის და უცხოელი აქტორებისთვის, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თმით, ვეტოც არის კიდევ ერთი შანსი, რომ „თუ ვინმეს შეუძლია და აქვს არგუმენტი შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში“.

„სამწუხაროდ, ზოგიერთმა აქტორმა აირჩია იარლიყის მიწებების გზა. ვეტოც არის კიდევ ერთი შანსი, რომ თუ ვინმეს შეუძლია, აქვს არგუმენტი და თავს ძლიერად გრძნობს შინაარსში, შემოვიდეს შინაარსობრივ მსჯელობაში. ამიტომ ვეტოსთან დაკავშირებით უარის თქმა, რომ მექანიზმად იყოს გამოყენებული შინაარსობრივი მსჯელობისთვის, კიდევ ერთხელ იქნებოდა ხელიდან გაშვებული შანსი დემოკრატიული მსჯელობისთვის, იქნებოდა კიდევ ერთი დასტური, რომ ზოგიერთ ჯგუფს და აქტორს სინამდვილეში კანონთან კი არ აქვთ პრობლემა, არამედ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობასთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება