გიორგი ვაშაძე - ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს - ისინი ამბობენ, რომ დიახ, მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იქნება

ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს - ისინი ამბობენ, რომ დიახ, კონკრეტული ნაბიჯები იქნება მათი მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი კოლეგები ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ „ყველა ეს დეზინფორმაციული კამპანია, რაც არის აწყობილი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ევროპული ღირებულებების და ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული“.

„ძალიან მკაფიოა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის, რომ ამ კანონს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს. ეს კანონი ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. მეორე - ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ ყველა ეს დეზინფორმაციული კამპანია, რაც არის აწყობილი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ევროპული ღირებულებების და ფასეულობების წინააღმდეგ არის [მიმართული]. ეს არ არის მხოლოდ კანონის საკითხი, ეს არის საკითხი ევროკავშირისკენ მიდის საქართველო თუ რუსეთისკენ. ძალიან მკაფიოა მათი წარმოდგენა იმ რეალობაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. ამასთან ერთად, ისინი ამბობენ, რომ დიახ, კონკრეტული ნაბიჯები იქნება მათი მხრიდან. მათი მხრიდან იყო საუბარი უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მაინც შევეცადეთ გვეთქვა, რომ უფრო ინდივიდუალური სანქციების მიმართულებით წავიდნენ და არა ხალხის პრობლემებისკენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება