რომან გოცირიძე - ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო 3 კომპანიითაა წარმოდგენილი, 1-ელი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა - ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო 3 კომპანიითაა წარმოდგენილი - 1-ელი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25%-ით, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი“.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. ესენია: „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და „საქართველოს კაპიტალი“. პირველი მაისიდან დღემდე, ორი კვირის განმავლობაში, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25 პროცენტით.

„საქართველოს ბანკის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.850 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის კი 2.138 მილიარდია. კლებამ 712 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

„თიბისი ბანკის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.179 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 1.634 მილიარდია. კლებამ 545 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 614.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 460.8 მილიონია. კლებამ 153.6 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამივე კომპანიამ დაკარგა 1.4 გირვანქა სტერლინგი (4.7 მილიარდი ლარი).

ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი“, - წერს რომან გოცირიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს