ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო

ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო , - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავსად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.

„ჩვენ ეს არ გვითქვამს, მსგავს რამეზე არ შევთანხმებულვართ. არ ვიცი, რა თქვა მან, მე ვერ განვსჯი იმას, თუ რა თქვა მან ქართულად. არა, ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო და რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ნათელია, რომ თუ საქართველოს მეგობრები ჰყავს, ეს ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებია. ასე, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად მხარს უჭერს და ჩვენ ეს ძალიან ნათლად აღვნიშნეთ“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

ცნობისთვის, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: "ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ დავაწესეთ სანქციები, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი