ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ახლანდელი ვითარება სერიოზულია, ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ - გთხოვთ, მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს

ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს მესიჯი ჩამოვიტანეთ როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა, გთხოვთ მოგვისმინეთ, ამის გამოსწორების გზები არსებობს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ აირჩია საკუთარი გზა ევროპისკენ, რასაც პარტნიორები მხარს უჭერენ, თუმცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს ქვეყნის ვალდებულებებსაც.

“სპეკულირება არ მინდა. კიდევ ერთხელ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მან საკუთარი გზა აირჩია ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჩვენი ინტერესი ამაში საქართველოს ინტერესს ემთხვევა, ვინაიდან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინას, ალბანეთს, სხვა ქვეყნებს ევროკავშირისკენ გზაზე. გვჯერა, რომ ეს ყველა ქვეყნის უფლებაა. თუმცა, ასევე, ვალდებულებებია. ვალდებულებები სამართლებრივი - სასამართლო სისტემის მხრივ, ძალიან ბევრი პრაქტიკული და რთული რამ არის გასაკეთებელი. ამ კანონის, ამ კანონპროექტის შემთხვევაში, თუ როგორ იქნა ის მიღებული. ასევე, იმ მხრივ თუ როგორ ეპყრობოდნენ სამართალდამცავები დემონსტრანტებს - დაშინება, დაკავებები და ასე შემდეგ - ეს ნორმალური არ არის. ეს იყო ჩვენი მესიჯი.

ასე რომ, უკან დაბრუნდით, გაარკვიეთ როგორ უნდა მიაღწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს ამ პრაქტიკული ნაბიჯების მეშვეობით…

ვითარება სერიოზულია და ძალიან ღია ვიყავით, მაგრამ ძალიან თავშეკავებულები. ასე რომ, რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ - დახურულს კარს მიღმა რჩება.

კიდევ ერთხელ, ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ, როგორც მეგობრებმა, როგორც პარტნიორებმა, როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა. გთხოვთ მოგვისმინეთ და ამის გამოსწორების გზები არსებობს”, - განაცხადა ბრაჟემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს