„საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა" - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე თემატური დისკუსია მიმდინარეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც წელს სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა პანელი სახელწოდებით: „საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა", რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მან ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც გამოწვევების მიუხედავად, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის, საერთაშორისო რეიტინგების შენარჩუნებას, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

„დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ევროპის რეკომენდაციის და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ალკის დრაკინოსი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, კომპანია Lineate -ის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

თემატური დისკუსია დაეთმო საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან დაწყებული მზარდი მრეწველობით დამთავრებული, რომლებიც მზად არიან გლობალური ინვესტიციებისთვის, მათ შორის, ტრანსპორტის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში. გაიმართა დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდა. როგორც აღინიშნა, 2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს