საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს იან ბორგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ იან ბორგს მადლობა გადაუხადა ეუთოს მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ეუთოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირა.

იან ბორგის განცხადებით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ეუთოს ურთიერთობებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება