გაბრიელიუს ლანდსბერგისი - თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩენა - არ შეგიძლია ცალი ფეხი მოსკოვში გქონდეს

თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩენა, არ შეგიძლია ცალი ფეხი მოსკოვში გქონდეს , - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმის გამოსწორება, რაც გატეხილია, შეუძლებელია.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, თუ რატომ არის კანონი საჭირო. ეს ვახსენე ჩემი პირველი გამოსვლის დროს. თუ გეგმავ გქონდეს კანონი, რომელიც მიდის არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც შენს წინააღმდეგ გამოდიან, არ მოგწონს რას საუბრობენ ისინი, ისე შეგიძლია მისი [კანონის] შეცვლა, როგორც მოისურვებ. თუ მთავარი მიზანი მიღწეულია - ეს არადემოკრატიული კანონია.

და ეს პირველ პრესკონფერენციაზე ვთქვი - არ შეგიძლია იმის გამოსწორება, რაც ფუნდამენტურად გატეხილია. პრინციპია გატეხილი. განსხვავებულ პრინციპზე თუ ვსაუბრობთ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენს ქვეყნებში კანონები, რომლებიც ეხება გადასახადებს, უცხოური ქვეყნებიდან გადმორიცხვებს, მაგრამ არც ერთ ჩვენს ქვეყანას არ აქვს კანონი, რომელიც იმის წინააღმდეგ წავა, ვინც შენს წინააღმდეგ გამოდის…

კიდევ ერთხელ, შეუძლებელია გქონდეს კონსენსუსი თუ ერთ მხარეს სურს ჰქონდეს დემოკრატიული საქართველო და მეორე მხარეს რაღაც განსხვავებული სურს. კომპრომისი უბრალოდ ვერ მოხდება. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე დარჩენა - არ შეგიძლია ცალი ფეხი მოსკოვში გქონდეს, ასე არ მუშაობს”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება