ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არაფერს ხელვყოფთ, არაფერს ვაიძულებთ - ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს

არავინ აიძულებს აზერბაიჯანს მიიღოს რამე კანონი, მაგრამ არიან ისინი ევროკავშირისკენ გზაზე? არა, არ არიან. ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს, ასე მუშაობს ეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი არავის არაფერს აიძულებს.

“დღის განმავლობაში არაერთხელ გვითხრეს, რომ სუვერენიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს. რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება მიიღოს თავისი კანონები, და არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია აუკრძალოს ამ ქვეყანას თავისი კანონების მიღება.

და ჩვენ ძალიან ნათელი უნდა გაგვეხადა, რომ ჩვენ არაფერს არ ხელვყოფთ, არაფერს არ ვაიძულებთ. თუმცა, არის გზა, რომელიც ზოგიერთმა ქვეყანამ აირჩია, აქ ახლო, სამხრეთ კავკასიაში, რომლებმაც ნათლად თქვეს, რომ ევროკავშირთან რაიმეს გაკეთების არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. აიღეთ აზერბაიჯანი - ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი არიან, შეთანხმებაზე ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებებს - არავინ აიძულებს აზერბაიჯანს მიიღოს რამე კანონი. მაგრამ არიან ისინი ევროკავშირისკენ გზაზე? არა, არ არიან.

ასე რომ, როდესაც გზაზე დგები, თუ გადაწყვეტ რომ ეს გზა გაიარო, არსებობს გარკვეული ვალდებულებები, სანამ იქ მიდიხარ. გულწრფელად, პირველი ნაბიჯები არც ისე რთულია, გზაში უფრო რთული გახდება. ვიყავით ამ გზაზე, მარტივი არ არის, ვინაიდან შორს გზაზე უკვე რეალურად იწყებ საუბარს სუვერენიტეტზე.

ასე რომ, დარწმუნებული არ ვარ, რომ რეალურად გვესმის ერთმანეთის, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ რას ნიშნავს იყო [ევროკავშირის] წევრი. რეალურად თმობ შენი სუვერენიტეტის ნაწილს. ასე მუშაობს ეს. დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ მათ სურთ მთლიანი სუვერენიტეტი, სრული მანდატი, არაფერი უნდა წავიდეს ბრიუსელში - მათ „ბრექსიტი“ მოაწყვეს. ეს არჩევანია. ჩვენთვის ვტოვებთ იმაზე ფიქრს, ეს კარგი გადაწყვეტილებაა თუ არა, მაგრამ ეს არჩევანია.

და კიდევ ერთხელ, არ შეიძლება ორივე რამ გქონდეს, ეს ასე არ მუშაობს”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის