ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველი - დადასტურებულია საკმარისად სანდო წყაროებისგან, რომ ევროკავშირის საბჭოს განცხადება სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერებმა დაბლოკეს

ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველი თამარ გაგულაშვილი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში ერთობლივი მწვავე განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ, თუმცა ეს განცხადება ორმა ქვეყანამ - სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკა.

ამის შესახებ თამარ გაგულაშვილმა განცხადება “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” გააკეთა.

“დიახ, ეს დადასტურებულია საკმარისად სანდო წყაროებისგან, რომ ევროკავშირის საბჭოს წერილობითი განცხადება იყო დაბლოკილი ამ ორი ქვეყნის ლიდერის მიერ. ამის გამო მოხდა, რომ დღევანდელი განცხადება გაკეთდა ევროკომისიის სახელით.

ბორელი არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ასევე, არის ევროპის საბჭოს 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კოორდინატორი, მათ კრებებს ბორელი თავმჯდომარეობს. რადგან ბორელმა ვერ მიაღწია, რომ ჰქონოდა 25 მთავრობის თანხმობა, ამიტომ გაკეთდა ეს განცხადება ევროკომისიის სახელით.

რა თქმა უნდა, ორბანი და ფიცო წინააღმდეგები იყვნენ. იცით, რომ ორბანმა მსგავსი კანონი შეიმუშავა და იძულებული გახდა უკან გაეწვია, ფიცომ ეს ახლა გააკეთა. არ არის გასაკვირი, რომ ეს ორი ლიდერი ასეთი მიდგომით იყვნენ. ამის გამო მოხდა, რომ ეს ტექსტი დღეს ვიხილეთ ბორელის დღევანდელი განცხადების სახით. ზუსტად რა განსხვავებაა არ ვიცი ტექსტებს შორის. ის მონახაზი, არ გავრცელებულა. როგორც ვიცი, დაახლოებით იმას იზიარებდა, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყო გამოხატული. დღევანდელ განცხადებაშიც არის ფაქტობრივად. ევროკავშირი ამბობს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს, საქართველოს უკან სვლას განაპირობებს, თუ ეს კანონი მოქმედებაში წავიდა ევროკავშირს ექნება ნეგატიურად რეაგირების ვალდებულება. ეს ნეგატიური რეაგირებები იყო ჩამოთვლილი ევროპარლამენტარების წერილებშიც. ეს არის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირის დახმარების შეწყვეტა, პირველი ნაბიჯი იქნება დღევანდელი ურთიერთობების გაყინვა”, - აღნიშნა გაგულაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია