ირაკლი ქადაგიშვილი აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების სიტყვით გამოსვლაზე - ეს ემსახურება სწორედ "მაიდანიზაციის" პროცესს

თქვენ გგონიათ, რომ ახლა ეს სამი მინისტრი რომ ავა სცენაზე ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას ემსახურება? ეს ემსახურება სწორედ მაიდანიზაციის პროცესს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას გამოეხმაურა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უბედურებაა, როდესაც ქვეყნის პოზიციების დაცვაც კი პრობლემურია.

„თქვენ გგონიათ, რომ გუშინ რომ ოთხი უცხოელი პარლამენტარი იყო, ქვეყანაში სიტუაციის დამშვიდებას შეუწყვეს ხელი? გალანძღეს ის, ვინც იმ მიტინგის მომხრე არ იყო საქართველოში. „ბნელი ოცნებაო“ უწოდეს და მთელი ჩვენი ისტორია ბნელეთისკენ მიმავლად შერაცხეს. თქვენ გგონიათ, ახლა ეს სამი მინისტრი რომ ავა სცენაზე ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას ემსახურება? - ეს ემსახურება სწორედ მაიდანიზაციის პროცესს. ეს არის მთელი უბედურება, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი პოზიციები დავინახოთ. მიჩვეული ვართ, რას გვეტყვიან საზღვარგარეთიდან. შეწინააღმდეგებაც კი, შენი აზრი, პოზიციის გამოხატვა და პოზიციის დაცვაც კი პრობლემურია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისული საგარეო საქმეთა მინისტრები თვლიან, რომ საქართველო არ არის ბოლომდე სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და სწორედ, ამიტომ მისცეს თავს მისვლის უფლება.

„აქ ძალიან მარტივადაა საქმე, რა თქმა უნდა, მათ ქვეყანაში ვერავინ ვერ ჩავა და ოფიციალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერცერთ მიტინგზე და ვერცერთ ღონისძიებაზე ვერ დაესწრებით, მით უმეტეს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან კომიტეტის თავმჯდომარე ვერ გამოხვალ. მათ აქვთ ხედვა ასეთი, რომ საქართველო არ არის ბოლომდე სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეიძლება თავს ამის უფლება მისცენ. გარკვეულ წილად მთელი ეს პროცესი არის მაიდანიზაციის სურათის გამეორება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რასაც ახლა იჩენენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ კარგად, რა არის დამოუკიდებლობა, რა არის სუვერენიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს არა ობიექტის დანიშნულება მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობის დროს, არამედ ვიყოთ სუბიექტი მთელ ამ პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს