ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტს პეკინში საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და მის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია მოეწყო. ამის შემდეგ პუტინი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შეხვდა, რა დროსაც ჩინეთის პრეზიდენტმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

როგორც ცნობილია, მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები რამდენიმე ხელშეკრულებასა და დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ამის შემდეგ ლიდერები ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებას და პრესასთან საუბარს გეგმავენ. გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრის, ლი ჩიანგს შეხვედრა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა