კახა კალაძე - როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიწერა?! - არ დაუჯეროთ უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ!

საქართველოს ხელს ვერაფერი შეუშლის ევროინტეგრაციის გზაზე და ევროპული მომავალი ეს არის „ქართული ოცნების” დაპირება - არ დაუჯეროთ უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი კონსტიტუციით გაამყარა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის ევროპული კურსი, კონსტიტუციით გაამყარა. დიახ, საქართველოს ხელს ვერაფერი შეუშლის ევროინტეგრაციის გზაზე და ევროპული მომავალი ეს არის „ქართული ოცნების” დაპირება და რაც მთავარია ჩვენი ხალხის სურვილი. როგორ შეიძლება მე მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიწერა? როგორ შეიძლება რუსეთი გვინდოდეს, როდესაც უშუალოდ ჩვენი მონაწილეობით მოხდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა? როგორ შეიძლება მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ჩართულობით მოხდა უვიზო მიმოსვლა - ვიზალიბერალიზაცია? როგორ უნდა მინდოდეს რუსეთი, როდესაც თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა? როგორ უნდა მინდოდეს რუსეთი, რომლის გამოც ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო? მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ნუ მოუსმენთ ნურავის, დაფიქრდით, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი, შეუძლებელია ჩვენ ვიყოთ მხარეები და ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს, მთავარი სულისკვეთება - ევროპული მომავალი ეს არის საერთო. თუ რაიმეს მივაღწიეთ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებს უცხოელი ვერ გაატარებს. ვერავინ ვერ უნდა შეძლოს ჩვენი ქვეყნის რყევა და ყოველ წელს რევოლუციების მოწყობა. ეს არ არის პარტნიორობა - როდესაც ერთი ხელით კარგ პროექტებს აფინანსებ და მეორე ხელით, რევოლუციებს აფინანსებდე, “შავი ფულით“. რატომ დააფინანსეს რევოლუციური ტრენინგები? - როდესაც სათქმელი არ აქვთ გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ადამიანები”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ არ დაუჯერონ უცხოეთიდან მოწოდებებს.

„ახალგაზრდებს ვეტყვი - არ დაუჯეროთ არავის, თქვენ გაქვთ იმის ინტელექტი, რომ თქვენ თვითონ წაიკითხოთ აღნიშნული კანონპროექტი, წაიკითხოთ სხვა ქვეყნის კანონები და მარტივი შედარება გააკეთოთ. არ დაუჯეროთ უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ! მე მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ყველაფერი ნათელი გახდება. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან - ძალიან მალე მიხვდებით, რომ სიმართლე იყო, რასაც ვსაუბრობდით”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო