მაიკლ როთი - ჩვენ, „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ, რათა ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძოს

ჩვენ „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ, რათა ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძოს, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას, რომელშიც შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მან მხარეების ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში მისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„რაც ჩვენ ახლა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან ნამდვილად გვჭირდება სიცხადეა. მოდით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ყურადღებით მოვუსმინოთ. ჩვენ „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ, რათა ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძოს“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება