გიორგი ფანგანი EU4Energy-ს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილების შესახებ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიერ EU4Energy-ს ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიღოო, რომელიც პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონული ბაზრის ფორმირების პერსპექტივებისა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს როლზე ისაუბრა.

„ელექტროენერგიის ბაზრების დაწყვილება წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების ეფექტური გადანაწილების მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომლის საშუალებითაც ბაზრებს შორის ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლით ხდება ენერგიაზე მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება. საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც ეფუძნება ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს, გულისხმობს კონკურენტუნარიანი და ღია პრინციპების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვა ბაზრებთან წარმატებულ ინტეგრაციასა და ბაზრების დაწყვილების პროცესის ეფექტიანობას.

მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული ქსელების დაკავშირების მიზნით. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი დაუკავშირდება რუმინეთს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო წაახალისებს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ბაზრების ინტეგრაციის პროცესს. საქართველო მზადაა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრების დაწყვილებისა და ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებისთვის“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია