ნიკო მანაგაძე - ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობოები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“

გუშინ ოპოზიციისგან იყო ინიციატივა იმის შესახებ, რომ საერთო რაღაც ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციები, მოძრაობები და ერთიანი ძალით ამ ფრონტზე დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს ჯერ კიდევ სამსჯელოა, ფორმირების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება და საზოგადოებასაც ეცნობება, - ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.

როგორ მანაგაძემ აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთა არის ერთობა. მისივე თქმით, თუ მოხერხდება, რომ ოპოზიცია ერთიანი დღის წესრიგით გავიდეს არჩევნებზე და მათ შორის, გიორგი გახარიაც დაინახავს საკუთარ თავს ამ გაერთიანებაში, მაშინ გაერთიანების იდეა შესაძლოა ეფექტური იყოს.

„საზოგადოების დაკვეთა არის ერთობა. ოპოზიციის მიმართ მუდმივად გვესმის მოწოდება ერთობისკენ. თუმცა, მე არ ვხედავ საჭიროებას და ზოგადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას ოპოზიციაში, რომ ოპოზიცია საერთო კონფიგურაციით გავიდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ არჩევნებზე იმიტომ, რომ რიტორიკა ცალკეული პოლიტიკოსების ამას აჩვენებს, მაგალითად, გახარიასი. თუმცა, ასევე მითხრეს, არ მომისმენია, გუშინ თქვენს ეთერში ყოფილა ჩართვით გახარია და დასტაბილურებული აქვს ამ მხრივ რიტორიკაო და ხედავს ერთობის შესაძლებლობას. თუ მოხერხდება, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია ერთიანი დღის წესრიგით გავიდეს ამ არჩევნებზე და მათ შორის, გიორგი გახარიაც დაინახავს, თუნდაც საკუთარ თავს ამ გაერთიანებაში, მაშინ შესაძლოა ეფექტური იყოს, თუ ამომრჩეველს შევთავაზებთ ორ მხარეს არჩევნებზე ბილეტენში, ორ ძირითად სუბიექტს -ეს არის მთელი გაერთიანებული ოპოზიცია და მეორე მხრივ რუსული რეჟიმი. თუმცა, თუ ეს ვერ მოხერხდა, მე არ ვფიქრობ, რომ ფრაგმენტირება ოპოზიციის სწორი იქნება, ანუ, ცალკე დარჩეს „ოცნება“, ცალკე გახარიასგან დანარჩენი ოპოზიცია, ცალკე გახარია და ა.შ.“-განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო