გიორგი ცუცქირიძე - ეს იყო დროებითი ვარდნა - ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შედარებით სტაბილიზაციისკენ მიდის და უახლოეს დღეებში ვნახავთ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე ფასების ზრდასაც

ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც გამოიწვია აქციების დროებით გაუფასურება - გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის შედარებით სტაბილიზაციისკენ, უახლოეს დღეებში ვნახავთ [ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებზე] ფასების ზრდას, - ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, პოლიტიკური გამოსვლები და პროტესტი ნეგატიურ მოვლენებს ატარებს, აქციების ვარდნა კი პიკურ ფაზაში მოხდა და არა დასაწყისში.

“რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ეს არის მოკლევადიანი ვარდნები. საფონდო ბაზარს სხვანაირი სპეციფიკა აქვს. იქ პერიოდულად ხდება ვარდნა და ფასის აწევაც. ეს ატარებს მოკლევადიან ხასიათს. ასეთი ფაქტორები არის ნეგატიური მოლოდინები, რომელიც შესაძლოა, ამ აქციების მფლობელებს, ინვესტორებს ჰქონდეთ. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს ნეგატიური მოლოდინი წარმოიშობა, შესაძლოა, აქციების გაყიდვა დაიწყონ. მოხდეს მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ხდება ასეთი მოკლევადიანი ვარდნა, გარკვეულ პერიოდში ზრდაც ხდება. აქციები მიმზიდველი მაღალ ფასში კი არ არის, პირიქით დაბალი ფასისას. როდესაც ნეგატიური მოლოდინის დინამიკა იცვლება, აქციების შესყიდვა იწყება ინვესტორების მხრიდან. შედეგად, მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას და დისბალანსი იცვლება. ხშირად არის, როდესაც რა წერტილიდანაც ხდება ფასის ვარდნა, იმ წერტილზე ზევითაც ადის ფასი. რაც ახლა ხდება - ვარდნა იყო და ვნახავთ მომავალში მრუდის მაღლა ასვლას. ნებისმიერი კრიზისი, რასაც ვხედავთ, მაგალითად პოლიტიკური გამოსვლები და პროტესტი ნეგატიურ მოვლენებს ატარებს. პიკურ ფაზაში მოხდა აქციების ვარდნა და არა დასაწყისში. ეს კრიზისული ფაზა გადავლილია.

შევთანხმდეთ, რომ ეს იყო დროებითი ვარდნა, რომელმაც დროებით გამოიწვია აქციების გაუფასურება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიდის სტაბილიზაციისკენ, უახლოეს დღეებში ვნახავთ ფასების აწევას. ანალოგიური ვარდნა სხვა დროსაც მომხდარა. „თიბისი“ ბანკს ერთი პერიოდი ჰქონდა აქციების ვარდნა და აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან მოკლე პერიოდში ვნახეთ, რომ ზრდა დაიწყო აქციებმა. მომავალ დღეებში ვნახავთ, რომ ფასები სტაბილურობისკენ წავა და არა ვარდნისკენ“,- აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგი "კვირაში" .

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ისევ ეცემა. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან 30 წუთის განმავლობაში შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. კლება ამ პერიოდისთვის საშუალოდ 3%-იან დიაპაზონშია.

15 მაისის კი ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ - 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ - 8.8%-ით.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024