გმირთა მოედანზე სტუდენტების აქცია დასრულდა

გმირთა მოედანზე სტუდენტების აქცია „არა რუსულ კანონს“ დასრულდა. ახალგაზრდებმა დღესაც გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი. ისინი თავდაპირველად ალექსიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ტექნიკურ უნივერსიტეტთან, იქიდან კი გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. სტუდენტების თქმით, აქციას 18 მაისიდან განაახლებენ.

“18 მაისიდან, დღის პირველი ნახევრიდან, ყოველდღიური სახე მიეცემა ჩვენ გამოსვლებს და აქციებს. ვიწვევთ ყველა მსურველს. ზუსტ დროს და ადგილს შეგატყობინებთ, “ფეისბუქ” ჯგუფში დაიდება განცხადება”, - განაცხადა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა, ალექსანდრე კაცაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება