დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის

უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის - უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში სასულიერო პირებს შეხვდა.

მისივე შეფასებით, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო და "ვიცით, თავად მისი ცხოვრების წესი რაც არის".

"ჩვენ ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"] კანონთან დაკავშირებით [შეხვედრაზე] შეფასებები არ გაგვიკეთებია. ჩვენ ვუყურებთ უბრალოდ, ამ პროცესის ცოტა არალოგიკურ მიმდინარეობას, როდესაც არ ხდება [კანონის] დეტალური გარჩევა და მსჯელობა. უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არ მიიღოს. ასე იყო, როდესაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ახლა ისმის, რომ არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ეს. ცოტა იცით, რა ქმნით უხერხულობას? თვითონ კანონის შინაარსს მე არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ. უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ტვინების გადინება აბსოლუტური კატასტროფა იქნება" საქართველოსთვის."როგორ შექმნით ნათელ მომავალს საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა მმართველი პარტიის? კარგი, სცადეთ!ვფიქრობ, რომ ტვინების გადინება აბსოლუტური კატასტროფა იქნება თქვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩემი გზავნილი", - განაცხადა როთმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო