ირაკლი ფავლენიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, ჩვენთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა აყენებს“.

„ნაციონალურ მოძრაობას“, მის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს, არაერთხელ გაუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. სწორედაც, რომ ეს განასხვავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ივანიშვილის ბანდისგან. ჩვენ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა ვაყენებთ ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველთვის პირად ინტერესს აყენებენ ეროვნულ ინტერესზე მაღლა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა