შალვა პაპუაშვილი - სკანდალი და უპატივცემულობაა ქართველი ხალხის, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიან - ეს დაუშვებელი და არაევროპული ქცევაა

საქართველოს 30-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ, თან იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები არიან, არამედ რომლებთანაც ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს, ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე - რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ქართველი ხალხის მიმართ ძალიან არასწორი საქციელი იყო, ეს რა თქმა უნდა, დაუშვებელია და ზუსტად ეს არის არაევროპული ქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის განმარტებით, „როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მინისტრები კანდიდატი, მეგობარი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეული მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ასევე, ეს არის ძირის გამოთხრა ან გარკვეული ჩრდილის მიყენება იმ მეგობრობისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ჩვენს პარტნიორებს და განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებს ვაჩვენებთ“.

„სკანდალი და უპატივცემულობაა ქართველი ხალხის, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიან და ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობენ. ეს არის ქართველი ხალხის ღია, უხეში, უპატივცემულობა, როდესაც მისი არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე უცხოელი პოლიტიკოსი გამოდის. როდესაც ჩვენ საქმე წინა დღეს პარლამენტის წევრებთან გვქონდა (გერმანიის, ლიეტუვის, თუ სხვა პარლამენტის წევრებთან, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ), იქ გამართლება ჰქონდათ, რომ პოლიტიკოსები არიან, თავისუფალი მანდატი აქვთ და მასზე სახელმწიფო რაიმე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე სიტყვით გამოდის, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა. რასაც ქართველი ხალხი, ვისგან მაგრამ ბალტიის ქვეყნებისგან, (ლიეტუველი, ესტონელი და ლატვიელი ხალხის წარმომადგენლებისგან, თუმცა ლატვიის მინისტრი [აქციაზე] სიტყვით არ გამოსულა, ამიტომ მას გამოვტოვებ) ლიეტუველი, ესტონელი ხელისუფლებისგან ამას არანაირად არ იმსახურებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული აქციების უკან „რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ წარმომადგენლები დგანან.

„ვის ვხედავთ სცენაზე? - სცენაზე ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური „ენჯეოების“ სიმბიოზს, რომლებიც უკვე დგანან არა გვერდიგვერდ, არამედ, ერთმანეთში არიან არეული. ეს არის სიმბიოზი უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიისა. ესენი არიან ზუსტად ორგანიზატორები, მათ შორის, სკანდალურია, რომ ამ აქციების მშვიდობიან ხასიათს ძალადობრივში, ზუსტად, ეს „ენჯეოები“ გადაზრდიდნენ ხოლმე. მათი მოწოდების შედეგად გადაიზრდებოდა ხოლმე ეს აქციები ძალადობრივში“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო