ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მიღწეული შეთანხმება დიდი წარმატებაა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიებმა, 19 აპრილს მიღებული ოქმის შესაბამისად, სოფლებში: ბაგანისში-ბაგანის-აირუმში, ვოსკეპარში - აშაგი-ასკიპარაში, კირანცში- ხეირიმლში, ბერკაბერს-კიზილ ჰაჯილში საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე შეთანხმებას მიაღწიეს, -ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„მათ ხელი მოაწერეს ამ სასაზღვრო ტერიტორიების აღწერა-ოქმებს. მინდა ვთქვა, რომ ეს დიდ წარმატებად მიმაჩნია ორი მიზეზის გამო - ჯერ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საძირკველი ჩაეყარა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემდგომ განვითარებას და განმტკიცებას და მეორეც, ჩვენმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად მიიღო ოფიციალურად დელიმიტირებული საზღვარი, რაც ამ ფაქტით მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონეს არა მხოლოდ ამ სოფლებში, არამედ მთელ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი განმარტებით, აღინიშნა, რომ დელიმიტაცია განხორციელდა 1976 წლის რუკების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება 1979 წლიდან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესში ახალი საზღვრის შექმნა არ უნდა მომხდარიყო, არამედ უნდა მომხდარიყო ალმა-ათას დეკლარაციაში ადრე დადასტურებული საზღვრების აღდგენის პროცესი. ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა შევქმნათ საზღვარი, არამედ უნდა აღვადგინოთ ის საზღვრები, რომლებიც არსებობდა სსრკ-ს დაშლის დროს და აქვს იურიდიული მნიშვნელობა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის