ირაკლი ფავლენიშვილი - არცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არ აპირებს მიატოვოს საქართველო ამ განსაცდელის ჟამს - საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მოსვლა იმ ურყევი ძალისხმევის და მხარდაჭერის გაგრძელებაა, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს

საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მოსვლა და ქართველ ხალხთან დგომა არის გაგრძელება იმ ურყევი ძალისხმევის და მხარდაჭერის, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს - არცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არ აპირებს მიატოვოს საქართველო ამ განსაცდელის ჟამს, რომლებსაც აქამდე ჩვენი დედაქალაქი ოკუპანტისგან გადაურჩენიათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

„საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მოსვლა და ქართველ ხალხთან დგომა არის იმ ურყევი ძალისხმევის და მხარდაჭერის გაგრძელება, რომელსაც ქართველი ხალხი თავისი ევროპული, დასავლური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე გრძნობს. ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ჩამოსვლას, აქამდეც გადაურჩენია ჩვენი დედაქალაქი ოკუპანტისგან და დღესაც, რა თქმა უნდა, არავინ არც ევროკავშირში, არც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და არცერთი სხვა ჩვენი მნიშვნელოვანი მეგობარი ამ განსაცდელის ჟამს ჩვენი ქვეყნის მიტოვებას არ აპირებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა