ნიდერლანდების ახალი სამთავრობო კოალიციის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ნიდერლანდების ახალი სამთავრობო კოალიციის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნიდერლანდების ახლად შექმნილმა სამთავრობო კოალიციამ, რომელსაც ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტია (PVV) ხელმძღვანელობს, მთავრობის გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს.

ასევე, მთავრობის გეგმაში ნათქვამია, რომ კოალიცია ნატო-სთან შეთანხმების შესაბამისად, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ს დახარჯავს.

გარდა ამისა, ნიდერლანდების ოთხპარტიული კოალიცია აცხადებს, რომ იგი საზღვრებზე კონტროლს გააძლიერებს და ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთათვის წესებს გაამკაცრებს.

„რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, თუნდაც იძულებით დეპორტირდეს ადამიანები, რომლებსაც მოქმედი ბინადრობის ნებართვა არ აქვთ“, - ნათქვამია კოალიციური მთავრობის გეგმაში.

კოალიციაში შემავალი პარტიები ახლა იმაზე უნდა შეთანხმდნენ, თუ ვინ დაიკავებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ხეერტ ვილდერსმა უკვე განაცხადა, რომ იგი მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს არ შეცვლის.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა