თამარ კორძაია - სუვერენიტეტის დათმობა არ ხდება - მავნებლობაა, როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება, თითქოს, ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება

სუვერენიტეტის დათმობა არ ხდება - მავნებლობაა, როდესაც ასეთი ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება, თითქოს, ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სუვერენიტეტის დათმობა არ ხდება. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება, სადაც სახელმწიფოები ურთიერთვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს იღებენ და ეს ხდება სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილების ფარგლებში. როდესაც ასეთი ტიპის დეზინფორმაციად ავრცელებს ხელისუფლება, თითქოს, ჩვენს სუვერენიტეტს ემუქრება საფრთხე, არის მავნებლობა. მაშინ რატომ საუბრობს ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი. მათ დაუსვით კითხვა: თმობენ სუვერენიტეტს?” - აღნიშნა კორძაიამ.

მან ასევე ისაუბრა 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გუშინდელ აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ისინი იდგნენ სწორ ადგილას და სწორ დროს“.

„რა თქმა უნდა, ტოტალიტარული სახელმწიფოს შემქმნელი პირველი პირები არ მოიწონებდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების გვერდით დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერების დგომას. არ გამკვირვებია მე მათგან ეს კომენტარები“,- აღნიშნა კორძაიამ.

ცნობისთვის, გუშინ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არავის არაფერს აიძულებს და ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე