ილია ვერძაძე  მაიკლ როთის განცხადებაზე - ვფიქრობ, მსგავსი განცხადებით ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა დასტურდება

ვფიქრობ, მსგავსი განცხადებით ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა დასტურდება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ილია ვერძაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას.

როგორც ის განმარტავს, მოლაპარაკების, განხილვის გარეშე პროცესის ესკალაციის ხელშეწყობა რჩება სახეზე.

„მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ!“ - ახლა ნათელია, თუ საიდან მოდის პოზიცია არგანხილვის, არმოსმენის და მხოლოდ დესტრუქციის. როდესაც ვიღაც რაიმე რაციონალურს იტყვის, უმალ ბულინგის მსხვერპლი ხდება რადიკალებისგან. სწორედ ამ კონტექსტში ჯდება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადება შარლ მიშელის განცხადების საწინააღმდეგოდ. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ

მოლაპარაკების, განხილვის გარეშე პროცესის ესკალაციის ხელშეწყობა გვრჩება სახეზე, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც როთი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინსპირირებული. ამიტომ, პირდაპირ, ეს მათი მხრიდან ითარგმნება ასე - საქართველოში ხელი უნდა შევუწყოთ დესტაბილიზაციას და დავუპირისპირდეთ ყველას, ვინც მოლაპარაკებასა და დისკუსიას ახსენებს.

მაიკლ როთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოსტს შემდეგნაირად პასუხობს: „ის, რაც ახლა გვჭირდება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისგან, სიცხადეა. მოდით, ძალიან ყურადღებით მოვუსმინოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ „ქართულ კოშმარს“ „უცხოელი აგენტების კანონის“ „გადაკეთებაში“, რათა მათ ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძონ“, - წერს როთი.

ვფიქრობ, მსგავსი განცხადებით დასტურდება ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა“, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ჩვენ „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ, რათა ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძოს, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას, რომელშიც შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მან მხარეების ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში მისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„რაც ჩვენ ახლა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხრიდან ნამდვილად გვჭირდება სიცხადეა. მოდით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ყურადღებით მოვუსმინოთ. ჩვენ „ქართულ კოშმარს“ „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ „მოდიფიცირებაში“ არ უნდა დავეხმაროთ, რათა ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძოს“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია