არასამთავრობო ორგანიზაციები - კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ - რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ - რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ „ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას“.

„14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ. სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. სწორედ ამ ძალადობის და დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა.

ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: ა(ა) იპ “ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე“; ა(ა)იპ "ტოლერანტობის სამყარო"; ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“; ა(ა)იპ ფარდაგები რაჭიდან; ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი; ააიპ ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი; ააიპ სოციალური საწარმო თავისუფალი სივრცე; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო განათლების ქსელი; ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი - ახალი თაობა; ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის; ახალგაზრდული პლატფორმა - WETALK; ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი; ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი; ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია; ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი; გორელ ფოტოგრაფთა კლუბი; დემოკრატიის ინსტიტუტი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); დემოკრატიის მცველები; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი; ევროპის ფონდი; ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); ეკო ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ვი2თექ ჯორჯია; ვინტილატორი / Vintylator; ზ/სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი; თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; თემი ქედელი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია (CEA); კომლი; ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა; მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში; მედია აპრილი; მედიაომბუდსმენი; მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება; მზიანი; მთისა - მთის განვითარებისთვის; მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი); მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი; მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი; მწვანე ალტერნატივა; ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი; ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის; პლატფორმა სალამ; რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“; რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC); რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო; საზოგადოება და ბანკები; სათემო ფონდი ლელი; საინიციატივო ჯგუფი "მოძრაობა“; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" – RICDOG; სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი; სამოქალაქო იდეა; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC); საფარი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს გაეროს ასოციაცია; საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ევროპული ორბიტა; საქართველოს მომავლის აკადემია; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG); საქართველოს სასამართლოს გუშაგი; საქართველოს სასოფლო დარბაზი; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი; სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“; სოლიდარობის თემი; სოციალურ საწარმოთა ალიანსი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სოციალური საწარმო იკორთა; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი; უფლებები საქართველო - Rights Georgia; ფემეა; ფემინა; ფონდი აურეს; ქალები საქართველოდან; ქალთა ასოციაცია „ვაკეთოთ ერთად“; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი; ქალთა სათემო რადიო WW; ქალთა ფონდი „სოხუმი“; ქვემო ქართლის მედია; ღია სივრცე კავკასია; ყვარლის ევროკლუბი; შშმ ქალთა ალიანსი; ჩემი იმერეთი; ჩემი ხარაგაული; ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის; ცოდნის კაფე; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; წერტილი; ჭკვიანი სოფელი საქართველო; Act 4 transformation's Caucasus Office; CENN; HEKS+EPER Georgia; International Business Development and Investment Promotion Center; Mestia Lag; Potteria; ProActive Group Georgia; Promote Georgia; ProYouth Sakartvelo/პროიუზ საქართველო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო