გრიგოლ გეგელია - ჩვენთან დგანან ევროპელი საგარეო მინისტრები, დარჩიაშვილის გვერდით ლავროვი და პესკოვი

ჩვენთან დგანან ევროპელი საგარეო მინისტრები, დარჩიაშვილის გვერდით ლავროვი და პესკოვი, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს გაზაფხულის" ამ ისტორიულ დღეებს სათავეში უდგას 300 000 ქართველი პატრიოტი მოქალაქე და ლიდერი.

„ვიშის კაპიტულანტი რეჟიმის საგარეო კომისარი დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიუღებელია საგარეო მინისტრების მონაწილეობა „ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში". პირველ რიგში, რუსეთის საგარეო კომისარ დარჩიაშვილს ვურჩევდი შეიგნოს, რომ ეს აქციები ოპოზიციის კი არა, ქართველი ერის მიერ არის დაორგანიზებული. „საქართველოს გაზაფხულის" ამ ისტორიულ დღეებს სათავეში უდგას 300, 000 ქართველი პატრიოტი მოქალაქე და ლიდერი. მეორეც, მიუღებელი და გაუგონარი, თუ რამეა, ეს არის ხელისუფლების გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან - ერისა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატი.

დღეს სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა დგას ქართველი ერის გვერდით. გუშინ ჩვენი მოძმე სახელმწიფოების საგარეო მინისტრებიც სწორედ ქართველი ერის მხარეს იდგნენ ფიზიკურად. ვინ დგას დარჩიაშვილის გვერდით? - ლავროვი და პესკოვი! საქართველოს მტრების გარდა, არავის უხარია რუსული კანონის მიღება.

გუშინ შარლ მიშელმა ღიად თქვა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მსახური ხელისუფლებაა. მიშელის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოს რელსებიდან გადასაყვანად, ხოლო ევროპული კავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. სხვა სიტყვებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" ღიად უწოდა რუსები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპა დგას ხალხის გვერდით - იმ ხალხისა, ვისაც ევროკავშირმა კანდიდატობა მიანიჭა და ვინც ხელისუფლებისგან განსხვავებით, იბრძვის ევროპული კავშირის წევრობისთვის.

რაც ეხება რუსების კომისარ დარჩიაშვილს, მას ვპირდები, რომ ისტორიაში შევა, როგორც მოღალატე საგარეო მინისტრი, ვის დროსაც განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია საქართველოს საგარეო ვექტორის ძირის გამოსათხრელად“,- აღნიშნა გეგელიამ, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია