ალექსანდრ დუგინი - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა - მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს

საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

დუგინის თქმით, „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა“. დუგინი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ციტირებს.

„ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები გუშინ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ევროპული გზა საქართველოსთვის ჩაიკეტება და ქართველ ერს უნდა დაეხმარონ ევროპის ერებთან გაერთიანებაში. მმართველი “ქართული ოცნების” პარტიაში განაცხადეს, რომ გარე ძალები მოქმედი მთავრობის დამხობას ცდილობენ.

“ეს მეგობრობა არ არის, ეს მტრობა და ქვეყანაში პოლარიზაციის ჩანერგვის მცდელობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ერევანში ჩასულიყო და ოპოზიციის მიტინგში მიეღო მონაწილეობა? რა დამოკიდებულება იქნებოდა? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ”, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების არევას, ოპოზიციის მობილიზებას მთავრობის წინააღმდეგ რეაქციული ქმედებებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალურ, დასავლურ და ანტიეროვნულ რეფორმებს. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველომ ახლანდელი მოლდოვისა და სომხეთის გზით იაროს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ საქართველოს მთავრობას დღეს ესმის, რომ ერთსქესიანთა ქორწილების ლეგალიზება, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და დასავლური ლიბელარული ტექნოლოგიების ჩანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ერების წინააღმდეგ აწყობენ, ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ოპოზიციის პროვოცირებისთვის, დასავლეთი ღიად კრიმინალურ ქმედებებზე გადავიდა - სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები თბილისში ოფიციალური ვიზიტის საფარს ქვეშ პირდაპირი მნიშვნელობით ერევიან ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში”, - წერს დუგინი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია