ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარე - ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე მოვლენებს, დაშინებისა ან ძალადობის შესახებ ნებისმიერ ცნობას შეშფოთებით ვუყურებთ

ჩვენი ასამბლეის წევრები ყურადღებით აკვირდებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს და დაშინებისა ან ძალადობის შესახებ ნებისმიერ ცნობას შეშფოთებით უყურებენ, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსი პოტუჩკოვამ განაცხადა.

„ხაზს ვუსვამთ, რომ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ეუთო-ს ყველა წევრის საკვანძო ვალდებულებებია, მათ შორის საქართველოსი, რომ უზრუნველყოფთ დემოკრატიის ყველა პრინციპისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ჩვენი ასამბლეა ყოველთვის ერთგულად იცავდა ამ საბაზისო უფლებებს და ღირებულებებს, რომლებიც ეხმარებიან თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებებს”,-განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსი პოტუჩკოვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა და ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების სექტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვისა და დემოკრატიული ღირებულებების წინ წაწევისთვის.

პოტუჩკოვას თქმით, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის სივრცეზე, პრობლემურია და დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისგან და ექსპერტებისგან.

მან აღნიშნა, რომ ზომები, რომლებიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავენ მიზნად, ბალანსი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის დაცვის საჭიროებასთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება