ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ძალიან ინტენსიურია და მრავალ მიმართულებას მოიცავს

თურქეთში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში, ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან ინტენსიური, ის მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, ამიტომ ჩვენ გვქონდა საუბრები, როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინვესტიციებზე, ტრანსპორტის მიმართულებაზე, ენერგეტიკაზე და ა.შ. ამაზე ისაუბრეს ასევე ორი ქვეყნის ლიდერებმა. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, სადაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები და დღეს საქართველოდან ხორციელდება ელექტროენერგიის ექსპორტი უწყვეტ რეჟიმში თურქეთში, ასევე თურქეთის მხრიდან ჩვენ გვაქვს ინვესტიციები ენერგეტიკულ სფეროში. საუბარია იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო იყოს, გაიზარდოს შესაძლებლობები, მათ შორის ინვესტიციები განხორციელდეს გადამცემ ინფრასტრუქტურაში, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი იყოს ეკონომიკური კავშირი. ასევე ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სატრანსპორტო პროექტებზე და ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყანას გააჩნია და აქ თურქეთის შესაძლო მონაწილეობაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია