მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის  დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „მწვანე ცის" დირექტორატის დირექტორს, ავიაციის მდგრადი განვითარების ერთეულის უფროსს მარლინ ბასტინისა და ამავე ორგანიზაციის ავიაციის დაზვერვის ერთეულის უფროსს დენის ჰუვეტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა EUROCONTROL-თან. აღინიშნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ღია ცის პოლიტიკის განვითარებისა და სააერნაოსნო ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის აღდგენის სწრაფ ტემპებს, აგრეთვე ახალ ბაზრებზე გასვლის წარმატებულ პოლიტიკას. აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად, მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც სამოქალაქო ავიაციის სექტორი, ისე გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე შემოსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი ევროპულია.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმარების პროცესში, რათა აეროპორტი იყოს მდგრადი და „მწვანე".

„ასევე ყურადღება გამახვილდა საქაერონავიგაციაში გარემოს და სოციალური მართვის სისტემის დანერგვის პროცესზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო ავიაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მიმართულებით და მას შეუძლია, გრძელვადიან პერიოდში ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით, საქაერონავიგაციამ, აიღო ვალდებულება, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესრულებასა და დეკარბონიზაციაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში