მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნში თავისუფლების შესახებ მთავარი სიტყვები მისი დაწერილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნში რამდენიმე ტაეპი მისი დაწერილია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი" ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს.

„მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას.

მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას", დავით გამრეკელის შესრულებით. გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი". “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, მე კომისიას ეს მელოდია შევთავაზე. მალე ტექსტის პროექტიც მომიტანეს, რომელშიც ვერ ვიპოვე მთავარი სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი", ამიტომ ჩემი ხელით ჩავწერე:

„თავისუფლება დღეს ჩვენი,

მომავალს უმღერს დიდებას;

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება".

ძალიან ვამაყობ, როდესაც ეს სიტყვები მრავალგზის გამეორებული მესმის მოედნებზე და ქუჩებში. არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ახლა მინდა, რომ იცოდეთ. ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ სიტყვები "თავისუფლება დღეს ჩვენი" ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის