გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია, მეტი დაძაბულობის შემოტანა და ჩიხური მდგომარეობის შექმნა - ვნახოთ, რას იტყვის ვენეციის კომისია, მზად ვართ, სამართლებრივ არგუმენტებზე ვიმსჯელოთ

პრეზიდენტის კონსტრუქციულობაზე მე იმედი არ მაქვს და ამ თვალსაზრისით მისგან რაიმე პოზიტიურს არ ველოდები. რასაც აქამდე ვხედავ, პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის არის მდგომარეობის რადიკალიზაცია, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანა და ჩიხური მდგომარეობის შექმნა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახოთ, რას იტყვის ვენეციის კომისია და ამ დასკვნის შემთხვევაში, თუ ნახავენ, რომ რაიმე სამართლებრივად არგუმენტირებული არსებობს, მზად არიან, იმსჯელონ.

“იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამჯერად მაინც შეიცვლის თავის პოზიციას და თუ თეორიულად და სამართლებრივად მართლაც შესაძლებელია, რაიმე კონკრეტული არგუმენტი არსებობდეს, ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მივიღოთ. ვნახოთ, როგორ მოიქცევა. მან მართალია თქვა, რომ ის ვეტოს წარმოადგენს, მაგრამ კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ ვეტო მოტივირებული შენიშვნებით იყოს წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც არ დაარღვევს კონსტიტუციას და მის ვეტოში წარმოდგენილი იქნება შენიშვნები. თუმცა, რთულად წარმომიდგენია, რა შენიშვნები უნდა იყოს, რადგან უბრალოდ არ მესმის გამჭვირვალობის შესახებ რა არგუმენტები შეიძლება არსებობდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახოთ, რას იტყვის ვენეციის კომისია და ამ დასკვნის შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ რაიმე სამართლებრივად არგუმენტირებული არსებობს, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ”, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო