ოჯახის სიწმინდის დღე ფოთსა და ზუგდიდშიც აღნიშნეს

ფოთში, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ანდრია პირველწოდებულის ტაძართან შეიკრიბა. მათ აღმაშენებლის ქუჩაზე ლოცვითი მსვლელობა მოაწყვეს.

მსვლელობა ფოთის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სახელობის საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა ზეთისცხების რიტუალი შეასრულეს და შეკრებილებს სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდეს. დღესასწაულის ბოლოს საკათედრო ტაძარში სამღვდელოებამ პარაკლისიც გადაიხადა.

ოჯახის სიწმინდის დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს. ამ დღის აღსანიშნავად ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მსვლელობა გაიმართა. მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები უძღვებოდნენ. მსვლელობაში მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სასულიერო პირებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩები და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია აკურთხეს. მოგვიანებით კი, ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკასთან პარაკლისი გადაიხადეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება