ლევან ბეჟაშვილი - მაშინ, როდესაც „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ „რუსული კანონი“ ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა, მესამე მოსმენაზე დანაშაულებრივად ჩაამატეს მუხლი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციების შეგროვებასაც ეხება - პროტესტი უნდა გაიზარდოს

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ „რუსული კანონი“ ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა, მესამე მოსმენაზე დანაშაულებრივად ჩაამატეს მუხლი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე არა მხოლოდ პერსონალური მონაცემების, არამედ, საიდუმლო ინფორმაციების შეგროვებასაც ეხება. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში რუსული რეჟიმი მკვიდრდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კანონის წინააღმდეგ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი.

„რუსული კანონის“ განხილვის ეტაპზე ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეზე, ფიზიკურ პირზე არა მარტო პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, არამედ საიდუმლო ინფორმაციები შეაგროვონ თითოეულ მოქალაქეზე. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდა და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა, რომ ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის მაშინ, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდათ. დანაშაულებრივად დაამატეს მუხლი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე საიდუმლოების შეგროვებას ეხება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი, რადგან ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს