შალვა პაპუაშვილი - დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა - ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როცა მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს

დღეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა - ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად.

„დღეს ბოლო დღე იყო საყოველთაო სახალხო განხილვის და თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა. ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს თავისი გამოსვლით, ხმის გაგონებით მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. დავიწყებთ კონსტიტუციური კანონის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც საქართველოს ქალაქებში გამოვიდა და მიიღოს გადაწყვეტილება - დგას ქართველი ხალხის მხარეს თუ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ღირებულებები შეარყიონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება