შალვა პაპუაშვილი - მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა

ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] წინააღმდეგ მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა. ნაცვლად ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი, დაბლოკვა და აკრძალვა დისკუსიისა და მსჯელობისა. თუკი ახლა ვინმეს აქვს სურვილი [დისკუსიის], კი ბატონო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, „ენჯეოებმა“ და ოპოზიციამ „ძალიან კარგად იცის, სადაც შემოვლენ შინაარსობრივ დისკუსიაში, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია და არც ქვეყნის სიყვარული არ ჰყოფნით, რომ ამ თემაზე იმსჯელონ“.

„ცოტა იმედის მომცემია, რომ ორი თვის თავზე მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა, გამოითქვა სურვილი შინაარსობრივი დისკუსიის. ყველას ვეუბნებოდით და ვეხვეწებოდით, იქნებოდა ეს „ენჯეო“, ოპოზიცია თუ უცხოელი აქტორები, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას. ნაცვლად ამისა, მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა ამ კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა. ნაცვლად, ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი, დაბლოკვა და აკრძალვა დისკუსიისა და მსჯელობისა. თუ კი ახლა ვინმეს აქვს სურვილი, კი ბატონო. ჩვენი მთელი სიძლიერე „ქართული ოცნების“ არის შემდგომში, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას. გახსოვთ, რომ როდესაც ეს პროექტი დაინიცირდა, მაშინ ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ არ შევიდეთ შინაარსობრივ დისკუსიაში, ვინაიდან ეს არის „ქართული ოცნების“ ველი. ძალიან კარგად იციან, სადაც შემოვლენ შინაარსობრივ დისკუსიაში, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია და არც ქვეყნის სიყვარული არ ჰყოფნით, რომ ამ თემაზე იმსჯელონ. ამიტომ, იყურებიან, სიგნალს ელოდებიან უცხოეთიდან. როგორც კი მიიღებენ რაიმე განცხადებას, ეს არის მათი სიგნალი, რომ გამოვარდნენ და დაიწყონ ყვირილი საქართველოს პარლამენტში. ამას ვხედავდით ოპოზიციის მხრიდან, აყვირდებოდნენ განცხადების მიხედვით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

შალვა პაპუაშვილი - მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა

ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] წინააღმდეგ მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა. ნაცვლად ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი, დაბლოკვა და აკრძალვა დისკუსიისა და მსჯელობისა. თუკი ახლა ვინმეს აქვს სურვილი [დისკუსიის], კი ბატონო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, „ენჯეოებმა“ და ოპოზიციამ „ძალიან კარგად იცის, სადაც შემოვლენ შინაარსობრივ დისკუსიაში, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია და არც ქვეყნის სიყვარული არ ჰყოფნით, რომ ამ თემაზე იმსჯელონ“.

„ცოტა იმედის მომცემია, რომ ორი თვის თავზე მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა, გამოითქვა სურვილი შინაარსობრივი დისკუსიის. ყველას ვეუბნებოდით და ვეხვეწებოდით, იქნებოდა ეს „ენჯეო“, ოპოზიცია თუ უცხოელი აქტორები, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას. ნაცვლად ამისა, მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა ამ კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა. ნაცვლად, ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი, დაბლოკვა და აკრძალვა დისკუსიისა და მსჯელობისა. თუ კი ახლა ვინმეს აქვს სურვილი, კი ბატონო. ჩვენი მთელი სიძლიერე „ქართული ოცნების“ არის შემდგომში, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას. გახსოვთ, რომ როდესაც ეს პროექტი დაინიცირდა, მაშინ ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ არ შევიდეთ შინაარსობრივ დისკუსიაში, ვინაიდან ეს არის „ქართული ოცნების“ ველი. ძალიან კარგად იციან, სადაც შემოვლენ შინაარსობრივ დისკუსიაში, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია და არც ქვეყნის სიყვარული არ ჰყოფნით, რომ ამ თემაზე იმსჯელონ. ამიტომ, იყურებიან, სიგნალს ელოდებიან უცხოეთიდან. როგორც კი მიიღებენ რაიმე განცხადებას, ეს არის მათი სიგნალი, რომ გამოვარდნენ და დაიწყონ ყვირილი საქართველოს პარლამენტში. ამას ვხედავდით ოპოზიციის მხრიდან, აყვირდებოდნენ განცხადების მიხედვით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის