კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე - მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს - ამ ტონით თავის მოსახლეობას ესაუბროს!

ეს მუქარები და შანტაჟი ყველამ თავისთვის დაიტოვოს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედოს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ტონით თავის მოსახლეობას ესაუბროს.

„ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვიღაცამ, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ტონით გველაპარაკოს. თავის მოსახლეობას ელაპარაკოს ამ ტონით! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადაგვედგას. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, მიიღო კანდიდატის სტატუსი, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ზუსტად ის გუნდი, ვინც ამ გზას ბოლომდე გაიყვანს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თავის დროზე მათი განცხადებებისთვის რომ დაეჯერებინა საქართველოს ხელისუფლებას, დღეს ქვეყანაში იქნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი.

„წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ ამ კანონსო, თან ისე, რომ ამას არანაირი ახსნა-განმარტება არ აქვს. გაუგონარი ხდება. ეს ადამიანები მოგვიწოდებდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოვუშვებდით ციხიდან, ქვეყანა ევროპულ მომავალს დაშორდებოდა. ეს ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ. გვეუბნებოდნენ იმას, რომ თუ სანქციებს არ მივუერთდებოდით, დავიღუპებოდით და ქვეყანას უნდა აერჩია, სად ვიყავით. მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მივერთებოდით სანქციებს, ქვეყანაში გაგვეხსნა „მეორე ფრონტი“, გამოგვეშვა სააკაშვილი, დღეს სად ვიქნებოდით? დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია