შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხზე ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს - ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა

ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს.

„საქართველოს მიმართ სანქციებს, როგორც ზემოქმედების ბერკეტს, აქამდე რუსეთი იყენებდა. თუკი ვინმეს უნდა საქართველოს მიმართ რუსეთის გზას დაადგეს და ბერკეტად გამოიყენოს სანქციებზე გადაწყვეტილებები, ეს მათი გადასაწყვეტია. ამ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ. ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს და შეზღუდვებს, როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტს რუსეთი იყენებდა. თუკი ვინმეს უნდა, რუსული მეთოდებით მოახდინოს ქართველ ხალხზე გავლენა, ზუსტად იმ პასუხს მიიღებს, რასაც რუსეთი ქართველი ხალხისგან იღებდა. ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ რუსეთი ხან ემბარგოს გვადებდა, ღვინო ვერ გაჰქონდა ქართველ გლეხს, ხან რა იყო და ხან რა. ქართველი ხალხის მიმართ სანქცია უდრის საქართველოს მიმართ სანქციას. ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება