ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსვლელობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო, მსვლელობის შემდეგ სამღვდელოებამ ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშასთან სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა.

საზეიმო მსვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დღეს საქართველო აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ჩვენს რეგიონში აღვნიშნავთ ამ დღეს, პატივს მივაგებთ სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს რასაც ჩვენი ოჯახი, მისი სიწმინდე და მშობლების პატივისცემა ჰქვია", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

„მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. ზუგდიდი უერთდება სიმრავლით ამ დღესასწაულს, ნიშნად ოჯახური სიწმინდის შეუვალობისა და ჩვენი დედ-მამის მიმართ უდიდესი მადლიერებისა! ოჯახი ეს გახლავთ, თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე და მას სჭირდება დაცვა. დავიცავთ ჩვენს ფასეულობებს და ფასეულობები დაგვიცავენ ჩვენ", - განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება