ნინო ლაცაბიძე - ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ღირებულებებს ეხება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე რუსთავში საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. ღონისძიება, რუსთავის ეპარქიისა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ოჯახთან ერთად, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია, “ქართული ოცნების” წევრებმა, ჩოხოსნებმა, სასულიერო პირებმა, რუსთავში მოქმედი ტაძრების მრევლმა, მგალობლებმა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა და ახალგაზრდებმა მიიღეს.

„დღეს თითოეული ქართველისთვის და ჩვენთვის, მნიშვნელოვანი დღეა. ჩემთვის პირადად დედის და მამის სიყვარულის განცდა, ჩემი მეუღლის მშობლების სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების განცდა არის უდიდესი. მე და ჩემმა მეუღლემ კი ყველაზე ძვირფასი რაც შევქმენით, ჩვენი დიდი ოჯახია. ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ღირებულებებს ეხება. მე საქართველოს ვუსურვებ ძლიერ ოჯახებს, რადგან ძლიერი ოჯახები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მსვლელობაში მონაწილეობის მსურველები კოსტავას გამზირზე და გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადეს.

,,ოჯახი, ჩვენს ქართულ რეალობაში ის მთავარი ფუნდამენტი, ღერძი და ღირებულებაა, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა და რაც ათასწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს ქართული ტრადიციების დაცვას. დღეს ჩვენს ოჯახებთან და შვილებთან ერთად შევიკრიბეთ რუსთავში, პარაკლისის გადახდის შემდგომ კი თბილისში შევუერთდებით მთავარ მსვლელობას”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავიდან მსვლელობის მონაწილეები თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ გაემართნენ და წმინდა სამების ტაძრისკენ დაგეგმილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდნენ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს რუსთავში მეათე წელია მსვლელობით აღნიშნავენ.

17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით აღინიშნება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი