ოლაფ შოლცი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა

საქართველოს მთავრობის მეთაურთან ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა იქნას მიღებული, ახლა არაფერი შეცვლილა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„აქ, ზუსტად ამ ადგილას, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ვიდექი და ძალიან-ძალიან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და ის არ უნდა იქნას მიღებული. ახლა, როდესაც ეს [კანონის მიღება] გადაწყდა, არაფერი შეცვლილა”, - განაცხადა შოლცმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა