თეონა აქუბარდია - „რუსულ კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიწოდებას ავალდებულებს

„რუსულ კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიწოდებას ავალდებულებს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს.

“რუსული კანონის” მესამე მოსმენა - ანრი ოხანაშვილმა 67 წამში რომ ჩაატარა - ხომ გახსოვთ? ჩვენ პოლიციის კორდონით დაგვაყოვნეს და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარით. ჰოდა მესამე მოსმენაზე მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებსაც ეხებათ და ავალდებულებს იუსტიციის სამინისტროსთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

„პერსონალური მონაცემების შესახებ“ კანონის მესამე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც არის: განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება".

კანონს დაემატა 5 ათასი ლარი ჯარიმა, ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შემთხვევაში“, - წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება