მამა ზაქარია ვეტერანებს - მინდა, თქვენს ოჯახებს, თქვენს დედებს გადავუხადო მადლობა, თქვენი სამშობლოსთვის თავგანწირული კაცების და ქალების აღზრდისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გმირთა მემორიალზე იმყოფებოდნენ, სადაც ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომრებს;

პანაშვიდის აღვლენის შემდეგ, სიტყვით მიმართა ვეტერანებს თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა ზაქარიამ (ინატაშვილმა).

"დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს შევიკრიბეთ აქ, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გმირებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავიანთი და სხვისი ოჯახებისთვის სიცოცხლე გაწირეს. მინდა, ამ გმირების თანამებრძოლებს, თქვენ გადაგიხადოთ მადლობა! მინდა, თქვენს ოჯახებს, თქვენს დედებს გადავუხადო მადლობა, თქვენი_ სამშობლოსთვის თავგანწირული კაცების და ქალების აღზრდისთვის! ჩვენი ქვეყნის თითოეული წარმატება, თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი, სწორედ თქვენი და აი, ამ გმირების დამსახურებაა, რომელთა სახელებიც ამშვენებს გმირთა მემორიალს და ჩვენი სამშობლოს ისტორიას! ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვალშია თქვენს წინაშე და ქედს ვიხრით! მადლობა სამსახურისთვის! მადლობა სამშობლოს ერთგულებისთვის”, - განაცხადა მამა ზაქარიამ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ა(ა)იპ "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ წარმომადგენლები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანზორ მარგიანი. პანაშვიდის შემდეგ, ვეტერანები, შეუერთდნენ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას, რომელიც ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და გაემართა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმო პარაკლისს აღავლენს.

შეგახსენებთ, 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 10 წლის წინ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი