მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება - იმედი უნდა მივცეთ, რომ ევროპაში კარი ღია დარჩება თუ ქვეყნის მთავრობა მის „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს ევროკავშირსა და რუსეთს შორის

ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სერიოზული შეცდომა იქნება, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის.

„ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება დაუშვას, არის საქართველოს მთავრობასთან კანონში კონკრეტულ ცვლილებებზე მოლაპარაკებების წარმოება. ეს კანონის პრინციპულ დონეზე მიღების ნიშანი იქნება. ამის ნაცვლად, პოზიცია ნათელი უნდა იყოს: ეს კანონი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად გამოყენებული ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანების სტატუსს არანაირი წონა აღარ ექნება. ეს სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ სამაგალითო იყო, როდესაც საქმე ევროკავშირთან დაახლოებას ეხებოდა.

მაგრამ ასევე არ მჯერა მთავრობის კურსისთვის მოსახლეობის დასჯის. ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ სერიოზული შეცდომა იქნება. საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის. იმედი უნდა მივცეთ, რომ ევროპაში კარი ღია დარჩება თუ საქართველოს მთავრობა მის „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს ევროკავშირსა და რუსეთს შორის”, - განაცხადა როთმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია