ვახუშტი მენაბდის განმარტებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს შეეძლება ფიზიკურ პირს მათ შორის პოლიტიკური კუთვნილების, სქესობრივი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვოს

პარლამენტმა კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა, თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა - ერთი მოსმენაც ვერ გაძლეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ნამდვილი მიზნები, - ასე აფასებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.

როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ იუსტიციის სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში კერძო პირს ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვს და ამას ფიზიკური პირი დაუყოვნებლივ არ გააკეთებს, ის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

„ყველაზე საინტერესო ის არის, რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი „საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც.

მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა "განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები", რომელიც უკავშირდება პირის:

რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;

პოლიტიკურ შეხედულებებს;

რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;

პროფესიული კავშირის წევრობას;

ჯანმრთელობას;

სქესობრივ ცხოვრებას;

ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს;

მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას;

ადამიანით ვაჭრობის ან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლად ცნობას;

პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;

აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს", - წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე