ირაკლი ფავლენიშვილი - ვინც რუსული კანონის გატარებაში მონაწილეობთ,  ყველანი დამნაშავეები ხართ ხალხის და ერის წინაშე - უკანონო დავალებების შემსრულებლებს პასუხისგება მოუწევთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 17 მაისის ღამეს, საკუთარ სახლთან, როდესაც ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო, ნიღბიანი პირები დახვდნენ.

ფავლენიშვილის თქმით, აღნიშნული პირები მას დაემუქრნენ და უთხრეს, რომ „მომავალში იმოქმედებდნენ შესაბამისად“.

„გუშინ, დღის 12:00 საათზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან, სადარბაზოსთან დამხვდა ხუთი პირბადიანი და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი. ვიყავი ერთი წლის ბავშვთან და მეუღლესთან ერთად. ამის მიუხედავად ისინი მოვიდნენ, მთხოვეს გარეთ გაყვანა და როცა მეზობლებიც გამოჩნდნენ, სიტყვიერად დამემუქრნენ, რომ იცოდნენ ჩემი სახლიც, კარიც და შესაბამისად იმოქმედებენ მომავალში და არ დამინდობენ, მაგრამ არავის არ ეშინია, ჩვენს უკან არის საქართველო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თითოეულ ამ ზონდერებს, როგორც მათ ხელმძღვანელებს, მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რომ ასრულებდნენ ამ უკანონო დავალებას.

რუსული კანონი მარტო კანონში კი არ წერია, ის რაც ხდება ლაშას [ფარულავა] თავს, ის რაც ხდება ლუკას [შველიძე] თავს, ის რაც ხდება ჩემს თავს და ყველა ჩვენგანის თავს, ეს არის რუსული კანონი, ამიტომაც ყველანი, ვინც რუსული კანონის გატარებაში იღებთ მონაწილეობას, ხართ დამნაშავეები თქვენი ხალხის და თქვენი ერის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე