პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ფარისევლობას საზღვარი არ აქვს - ამ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა, რუსულ კანონს თუ „გადაკრასკავ“ და დააწერ „ევროპას“, ის არ გახდება ევროპული

„ქართული ოცნების“ ფარისევლობას არ აქვს საზღვარი - ამ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა, რუსულ კანონს თუ „გადაკრასკავ“ და დააწერ „ევროპას“, ის არ გახდება ევროპული. ეს კანონი არის თავისი სულით, ხორცით, შინაარსით, მიღების პროცედურით, რუსული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ფარისევლობს მაშინ, როდესაც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსულ ადამიანებს, „რუსული კანონის“ დასაცავად გამოსულებს უწოდებს და მაშინაც, როდესაც სამი მოსმენით მიღებულ კანონზე ახალგაზრდებს დისკუსიას სთავაზობს.

„მე ჩამოგითვლით 4 ფარისევლობას. პირველი სამი მოსმენით მიღებულ კანონზე, რომ სთავაზობს მოლაპარაკებებს ახალგაზრდებს და აქციის მონაწილეებს, ეს ფარისევლობა არ არის? მესამე მოსმენით მიღებულ კანონზე რა ცვლილება უნდა შევიდეს, ვის ატყუებს, დარწმუნებული ვარ, არ წამოეგება ამას არავინ. გუშინ რომ პატრიარქის და მოსაყდრის მოწოდებით ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რა შუაშია „ქართული ოცნება“ და „რუსული კანონის“ მხარდაჭერა?! ფარისევლობა არ არის?! ხატების, ჯვრების წინ იტყუებოდნენ, რომ ეს ხალხი თითქოს „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად იყო გამოსული, ესეც მეორე ფარისევლობა. მესამე ფარისევლობა, კალაძე, რომ ამბობს, პანღური უნდა ვურტყათ იმ ხალხს, ვინც თქვა თბილისი ევროპის დედაქალაქიაო [იგულისხმებიან, აქციაზე გამოსული, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები], ეს ფარისევლობა არ არის? ლავროვის ოჯახის წევრებს რომ თაფლობის თვეს უხდი კახეთში, შემდეგ ელარჯს უწელავ რუს პროპაგანდისტებს, მერე გავრილოვი ჩამოგყავს, მაშინ გახსენდება სტუმარ-მასპინძელი და ვინც მართლა შენი მეგობარია, იმას პანღურით ისტუმრებ, რა გქვია შენ? ამ კანონზეც ნახეთ ხომ, მეორიდან მესამე მოსმენამდე გააპარეს ცვლილება. 67 წამში როგორ მოახერხეს ცვლილების ინიცირება, აქაც იტყუებიან და აქაც ფარისევლები არიან. კიდევ მეტი ფარისევლობა, ევროპა გვინდაო ჩვენო, ევროპისკენ მივდივართო - ხელის ჩამომრთმევი, გამარჯობის მთქმელი არ დარჩა ევროკავშირში არავინ და ის მუხლი რომ ჩაამატეს ახლა, ვინ მანიაკს და ავადმყოფს მოუნდა, რომ ევროპა დავკარგოთ იმის გამო, რომ ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გახდეს გამჭვირვალე. ხალხო, მოეშვით ამ ფარისევლობას, კიდევ არის დრო რომ შემობრუნდეს ეს პროცესი.

„ქართული ოცნების“ მთავარი არგუმენტი სამი მოსმენის განმავლობაში იყო, რომ რუსულზე უფრო რბილიაო და რაში გამოიხატება-თქო რომ ვეკითხებოდით, ფიზიკურ პირებზე არ ვრცელდებაო და ეს ფიზიკური პირიც კი ჩაამატეს. ანუ 100%-ით რუსული კანონია. ზოგი ხომ არის მიყვარს რუსეთიო, რომ ამბობს, ასეთი ხალხია „ქართულ ოცნებაში“.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვენეციის კომისიის დასკვნა რომ აინტერესებდეს „ქართულ ოცნებას“, ასე დაჩქარებული წესით, ადამიანებზე გადავლით და ცხვირპირისმტვრევით კი არ მიიღებდა სამი მოსმენით ამ კანონს. დაელოდებოდა ვენეციის კომისიას მეორე მოსმენაზე და შევიდოდა ცვლილებები. აქაც თაღლითები და ფარისევლები არიან. ამ კანონის გაკეთილშობილება არ გამოვა, რუსულ კანონს თუ „გადაკრასკავ“ და დააწერ „ევროპას“, ის არ გახდება ევროპული. ეს კანონი არის თავისი სულით, ხორცით, შინაარსით, მიღების პროცედურით, რაც ვნახეთ, რომ ხალხს უსაფრდებიან, თავპირს ულეწავენ, მომიტინგეებს არბევენ, ახალგაზრდებს პოლიციაში იბარებენ, მთელი შინაარსით, ყველაფერი არის რუსული და ამას არაფერი არ ეშველება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცენდენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა